"მშვიდობის ფასი არ შეიძლება იყოს აგრესორი რუსეთის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა" - პოლონეთის პრეზიდენტი
პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი ამბობს, რომ ომის დასრულებისკენ მიმართული ყველა "სამშვიდობო გეგმა" კიევისთვის უნდა იყოს მისაღები.
როგორც ნავროცკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არ იცავს შეთანხმებებს - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წამოწყებული ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადებები კი ამ ფაქტს უნდა ითვალისწინებდეს.
მისი თქმით, მშვიდობის ფასი არ შეიძლება იყოს აგრესორი რუსეთის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადებების წარდგენისას უნდა ითვალისწინებდნენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შეთანხმებებს არ იცავს
სწორედ უკრაინა გახდა პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მსხვერპლი და სწორედ უკრაინელებს, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით, უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
მშვიდობის ფასი არანაირად არ შეიძლება იყოს აგრესორის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა და აგრესორი იყო და არის რუსეთის ფედერაცია", - წერს კაროლ ნავროცკი.