ევროპის სტაბილურობა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ გარანტირებაზეა დამოკიდებული - სანდუ

22.11.25 12:56
ევროპის სტაბილურობა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ გარანტირებაზეა დამოკიდებული - სანდუ

„ევროპის სტაბილურობა დამოკიდებულია უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ გარანტირებაზე“, - ასე ეხმაურება მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ პრეზიდენტ ტრამპის 28-პუნქტიან "სამშვიდობო გეგმას". 

სანდუს თქმით, უკრაინის ყველა პარტნიორის ერთიანობა და მონდომება აუცილებელია მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ლიდერები ერთად შეიკრიბებიან და უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზებზე ისაუბრებენ. დიდი ოცეულის ქვეყებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რა ულტიმატუმს უყენებენ კიევს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:

  • გეგმის ძირითადი პუნქტებია:
  • • რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
  • • ნატო აღარ გაფართოვდება;
  • • ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
  • • რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
  • • ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
  • • უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
  • • უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.