უკრაინისა და ევროპის მომავალი უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით - ცაჰკნა

22.11.25 13:54
უკრაინისა და ევროპის მომავალი უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით - ცაჰკნა

უკრაინისა და ევროპის მომავალი უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსეთს თავის მიზნები არ შეუცვლია და ის ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას აგრძელებს.

„ახლახან ვესაუბრე ჩემს კარგ კოლეგას, ანდრეი სიბიგას. ესტონეთი მტკიცე სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. რუსეთს თავის მიზნები არ შეუცვლია, ის კვლავ აგრძელებს მთელი ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას. უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური ზეწოლა აგრესორზე და ურყევი მხარდაჭერა გავუწიოთ უკრაინას. უკრაინისა და ევროპის მომავალი უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით“, - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

  • ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ლიდერები ერთად შეიკრიბებიან და უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზებზე ისაუბრებენ. დიდი ოცეულის ქვეყებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რა ულტიმატუმს უყენებენ კიევს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:

  • გეგმის ძირითადი პუნქტებია:
  • • რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
  • • ნატო აღარ გაფართოვდება;
  • • ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
  • • რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
  • • ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
  • • უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
  • • უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

მსგავსი სიახლეები