ყოველ საათში იმართება შეხვედრები, სატელეფონო საუბრები, მიმდინარეობს იმ საკითხებზე მუშაობა, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ - ზელენსკი
ყოველ საათში იმართება შეხვედრები, სატელეფონო საუბრები, მიმდინარეობს იმ საკითხებზე მუშაობა, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე წერს.
ზელენკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შედეგი იყოს ღირსეული მშვიდობა.
შეხვედრა მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ჩვენს დიპლომატიურ გუნდთან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების ყველა დონეზე. ამჟამად, პრაქტიკულად ყოველ საათში იმართება შეხვედრები, სატელეფონო საუბრები, მიმდინარეობს იმ საკითხებზე მუშაობა, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ შედეგი იყოს ღირსეული მშვიდობა. დიდება უკრაინას!" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
- ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ლიდერები ერთად შეიკრიბებიან და უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზებზე ისაუბრებენ. დიდი ოცეულის ქვეყებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რა ულტიმატუმს უყენებენ კიევს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.
რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:
- გეგმის ძირითადი პუნქტებია:
- • რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
- • ნატო აღარ გაფართოვდება;
- • ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
- • რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
- • ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
- • უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
- • უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.