ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა
ბელარუსმა, დონალდ ტრამპსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა.
შეწყალებული პირები სამშობლოში ამ წუთებში ბრუნდებიან. ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივნის, ნატალია ეისმონტის თქმით, შეწყალება მოხდა „ალექსანდრ ლუკაშენკოსა და დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში“, ასევე „მეზობელ სახელმწიფოში შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების პირობების შექმნის მიზნით“.
- შეგახსენებთ, ტრამპმა ბელარუსს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, სანაცვლოდ, ვაშინგტონმა ნაწილობრივ მოხსნა ბელარუსის სახელმწიფო გადამზიდავ „ბელავიასთვის“ დაწესებული სანქციები, რამაც მას საშუალება მისცა, მომსახურება გაეწია და შეეძინა ნაწილები თავისი ფლოტისთვის, მათ შორის „ბოინგის“ თვითმფრინავებისთვის.