ზელენკი უკრაინელ ხალხს: ახლა უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს

22.11.25 18:10
ზელენკი უკრაინელ ხალხს: ახლა უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს

ტრამპის სამშვიდობო გეგმა - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს.

  • უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გუშინ განაცხადა, რომ მიიღეს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პრეოქტი.

უკრაინის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის არ უღალატებს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს. 

მისი თქმით, რუსეთს არ შეეძლოს იმის მტკიცება, რომ კიევს მშვიდობა არ სურს:

მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საფუძველს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის არღვევს პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის.

ახლა უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი, ყველაზე მძიმე და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე – და ვენდოთ იმას, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს“, – ამბობს ზელენსკი УНИАН-ის ციტატის მიხედვით.

მისი თქმით, უკრაინელი ოფიციალური პირები შაბათ-კვირას და მომავალ კვირამდე, „სანამ საჭირო იქნება“, 24/7 იმუშავებენ აშშ-ს გეგმის გასაუმჯობესებლად.

ყველა პუნქტს შორის, სულ მცირე, ორი არ უნდა გამოგვრჩეს: უკრაინელების ღირსება და თავისუფლება. რადგან ყველაფერი დანარჩენი ამაზეა დაფუძნებული – ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი. და უკრაინის მომავალი“, – ამბობს ის.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აფასებს გიმირი უკრაინელი ერის ქებას, როდესაც ისინი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ იბრძვიან, მაგრამ აღნიშნავს, რომ უკრაინელები წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ არიან, რადგან ყოველდღიური თავდასხმები გრძელდება. 

ზელენსკი ამბობს, რომ 2022 წელს და ამ კრიზისის განმავლობაში სხვადასხვა ზეწოლას განიცდიდა, მაგრამ წინააღმდეგობა გაუწია მათ, რადგან „ყველას მხარდაჭერას გრძნობდა ზურგს უკან“.

„ჩვენ არ ვუღალატეთ უკრაინას მაშინ და არც ახლა გავაკეთებთ ამას“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. 

ზელენსკი ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რომელსაც ევროპელი პარტნიორებისგან იღებს, რომლებსაც, მისი თქმით, ესმით, „რომ რუსეთი შორს არ არის“.