რუბიო: აშშ-ის სამშვიდობო გეგმა ეფუძნება როგორც რუსეთის, ისე უკრაინის წინადადებებს

23.11.25 10:54
რუბიო: აშშ-ის სამშვიდობო გეგმა ეფუძნება როგორც რუსეთის, ისე უკრაინის წინადადებებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასარეგულირებლად შემუშავებული მშვიდობის გეგმა შეიქმნა „რუსეთის მხარის შეთავაზების“, ასევე „უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებების“ გათვალისწინებით.

რუბიომ ეს განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გააკეთა ჟენევაში უკრაინის, აშშ-ის და ევროპის დელეგაციების მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე. მისი თქმით, წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა „მიმდინარე მოლაპარაკებების საიმედო საფუძველად“ განიხილება.

„ეს ემყარება რუსეთის მხარის წინადადებას, მაგრამ ასევე უკრაინის წინა და მიმდინარე შეთავაზებებს,“ - აღნიშნა რუბიომ.

მსგავსი სიახლეები