ტრამპი: უკრაინისთვის წარმოდგენილი „სამშვიდობო წინადადება“ საბოლოო არაა

23.11.25 10:56
ტრამპი: უკრაინისთვის წარმოდგენილი „სამშვიდობო წინადადება“ საბოლოო არაა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული მისი „სამშვიდობო წინადადება“ დასრულებულ და საბოლოო ფორმას არ წარმოადგენს.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ეს გეგმა საბოლოო, ტრამპმა უპასუხა: „არა, საბოლოო არაა“.

ტრამპის თქმით, მიზანი არის მშვიდობის მიღწევა, რაც „ დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო“.

„უკრაინისა და რუსეთის ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა კი მის დასრულებას ვცდილობთ - ერთი გზით თუ მეორე გზით,“ - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები