აშშ-ს სამშვიდობო გეგმა - მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი ჟენევაში ჩავიდნენ

23.11.25 15:08
აშშ-ს სამშვიდობო გეგმა - მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი ჟენევაში ჩავიდნენ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჟენევაში ჩავიდნენ, რათა  ომის დასარეგულირებლად ვაშინგტონის მიერ შემუშავებული სამშვიდობოგეგმა განიხილონ, - იტყობინება Reuters ამერიკელ ოფიციალურზე პირზე დაყრდნობით.

მისი თქმით, წინა დღეს გაიმართა „პოზიტიური და კონსტრუქციული მოლაპარაკებები“ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის.

ჟენევაში შედგება აშშ–უკრაინის მოლაპარაკებები ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე. CNN-ის ინფორმაციით, შვეიცარიაში უკვე ჩამოვიდა აშშ-ის არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი, რომელსაც The Guardian ასახელებს, როგორც ამერიკის პრეზიდენტის ახალ სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში .

მოლაპარაკებებს რუბიოც და უიტკოფიც შეუერთდებიან. წყაროს თქმით, მიზანია, უკრაინისა და აშშ-ის  პრეზიდენტების შეხვედრამდე შეთანხმდეს დოკუმენტის ფორმულირება.

DPA-ს ცნობით, მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები