უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში მოლაპარაკებები დაიწყო, კონსტრუქციული განწყობა გვაქვს - ერმაკი
უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში მუშაობა უკვე დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, პირველი შეხვედრა გაიმართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან — ჯონათან პაუელთან, ემანუელ ბონესთან და გიუნტერ საუტერთან.
ერმაკის ცნობით, შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია აშშ-ის დელეგაციასთან.
„კონსტრუქციული განწყობა გვაქვს. დღეს სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების მთელი სერიაა და ერთად ვმუშაობთ, რათა უკრაინისთვის ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა უზრუნველვყოთ,“ - აცხადებს ერმაკი.