ჟენევის მოლაპარაკებები: ზელენსკი დადებით შედეგს და კონსტრუქციულ პროცესს ელის

23.11.25 16:36
ჟენევის მოლაპარაკებები: ზელენსკი დადებით შედეგს და კონსტრუქციულ პროცესს ელის

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის წარმომადგენლები მჭიდრო თანამშრომლობით მუშაობენ, რათა ომის დასრულების პროცესში კონკრეტულს შეთანხმებები შედგეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, შვეიცარიაში უკვე მიმდინარეობს შეხვედრების სერია ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინაში მშვიდობის ფორმულის მიმართულებით ნაბიჯებზე მუშაობენ.

ზელენსკის თქმით, „სასიამოვნოა, რომ დიპლომატიური პროცესი განახლდა და მოლაპარაკებები კონსტრუქციულად მიმდინარეობს“.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები დადებით შედეგს მოიტანს.

„სისხლისღვრა უნდა შეწყდეს და უნდა შევქმნათ პირობები, რომ ომი აღარასდროს განმეორდეს. ყველა მონაწილეს კონსტრუქციული მიდგომა ესაჭიროება - ყველას გვჭირდება დადებითი შედეგი“, – აღნიშნავს ზელენსკი.

მანამდე ანდრეი ერმაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში უკვე დაიწყო მუშაობა ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან „სამშვიდობო გეგმაზე“.

მსგავსი სიახლეები