არ შეიძლება, უკრაინის საზღვრები ძალით შეიცვალოს ან მისი არმიის რაოდენობა შემცირდეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

23.11.25 18:09
არ შეიძლება, უკრაინის საზღვრები ძალით შეიცვალოს ან მისი არმიის რაოდენობა შემცირდეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრების ძალით შეცვლა და მისი არმიის რაოდენობის შემცირება მიუღებელია. მისი თქმით, ნებისმიერმა სამშვიდობო გეგმამ ომი უნდა დაასრულოს, მაგრამ არ უნდა შექმნას საფუძველი ახალი კონფლიქტებისთვის.

ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ევროპელი ლიდერები უკვე შეთანხმდნენ ძირითადი პრინციპებზე, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიისთვის არის აუცილებელი.

მისი თქმით, უკრაინას უნდა შეუნარჩუნდეს უფლება, თავად აირჩიოს თავისი მომავალი, რომელიც ევროპულ გზას უკავშირდება.

მინდა, სამი მათგანი აღვნიშნო. პირველი - არ შეიძლება საზღვრები ძალით შეიცვალოს. მეორე - არ შეიძლება სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე შეზღუდვები დაწესდეს, რაც ქვეყანას მომავალი თავდასხმების წინაშე დაუცველს გახდის და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებასაც ძირს გამოუთხრის. მესამე - უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში ევროკავშირის ცენტრალური როლი სრულად უნდა აისახოს. უკრაინას თავისი მომავლის ასარჩევად თავისუფლება და სუვერენული უფლება უნდა ჰქონდეს. მათ ევროპული მომავალი აირჩიეს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები