ვილნიუსის აეროპორტი, საჰაერო ბუშტების გამო, დროებით დაიხურა

24.11.25 10:16
ვილნიუსის აეროპორტი, საჰაერო ბუშტების გამო, დროებით დაიხურა

ლიეტუვის ვილნიუსის აეროპორტმა, მისი საჰაერო სივრცისკენ მიმართული საჰაერო ბუშტების გამო, ოპერაციები დროებით შეაჩერა.

Reuters-ის ცნობით, შეფერხების გამო, ზოგიერთი ავიარეისი სხვა ქალაქებში გადაამისამართეს.

ვილნიუსის აეროპორტი ოქტომბრის დასაწყისიდან მეცხრედ დაიხურა.

ლიეტუვა აცხადებს, რომ შეფერხებები გამოწვეულია მეზობელი ბელარუსიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადამტანი ამინდის ბუშტებით.

მსგავსი სიახლეები