CNN: ტრამპის ადმინისტრაციამ მადურო უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის წევრად გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტი მადურო ოფიციალურად უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის წევრად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ს მთავრობის მიხედვით, კარტელი (Cartel de los Soles) ვენესუელის მთავრობისა და არმიის მაღალჩინოსნების კორუფციულ, ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებულ ქსელს წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ნიკოლას მადუროა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მადუროს აქტივებსა და ქონებაზე ახალი სანქციები დააწესოს.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული აშშ-ს ვენესუელაში სამხედრო დარტყმის გაფართოებულ ვარიანტებს მისცემს.
პარალელლურად, აშშ რეგიონში სამხედრო ძალებს ზრდის. ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმდინარე "სამხრეთის შუბის ოპერაციის" ფარგლებში, რეგიონში ათზე მეტი საბრძოლო ხომალდი და 15 000 ჯარისკაცია განლაგებული.
აშშ-ის სამხედროებმა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ნარკოტიკების გადამტან ნავებზე თავდასხმების შედეგად, ნარკოტრეფიკინგში ეჭვმიტანილი ათობით ადამიანი მოკლეს.