„თალიბანი": ავღანეთში პაკისტანის თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის 9 ბავშვია

25.11.25 10:18
„თალიბანი": ავღანეთში პაკისტანის თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის 9 ბავშვია

ავღანეთში პაკისტანის თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის 9 ბავშვია - როგორც ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, სულ 10 ადამიანია დაღუპული.

მისი თქმით, პაკისტანმა ასევე ჩაატარა რეიდები კუნარისა და პაკტიკას პროვინციებში, რის შედეგადაც ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

„წუხელ, ხავსტის პროვინციის გერბზვოს რაიონში, პაკისტანის დამპყრობელმა ძალებმა დაბომბეს ადგილობრივი მკვიდრის, ვილაიატ ხანის სახლი, რის შედეგადაც 9 ბავშვი (5 ბიჭი და 4 გოგონა) და ერთი ქალი დაიღუპა და მათი სახლი დაინგრა“, - აღნიშნა მუჯაჰიდმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

  • შეგახსენებთ, ოქტომბერში პაკისტანელი და ავღანელი სამხედროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. ოქტომბერში, დოჰაში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, თუმცა თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის გარეშე ჩაიშალა ავღანეთში მოქმედი პაკისტანის მიმართ მტრულად განწყობილი მებრძოლი დაჯგუფებების ირგვლივ არსებული უთანხმოების გამო.

მსგავსი სიახლეები