დღეს უკრაინის ევროპელი მოკავშირეების, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება
დღეს უკრაინის ევროპელი მოკავშირეების, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმემა განაცხადა. სწორედ ის უმასპინძლებს აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში შედგება.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ალიანსის ყველა პარტნიორი უკრაინაში „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის“ მიღწევაზეა ორიენტირებული.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესი ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინაში კონფლიქტმა პირდაპირი გავლენა მოახდინა აქ, გაერთიანებულ სამეფოში“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.