თეთრი სახლის პრესსპიკერი: მოსაგვარებელია “რამდენიმე დელიკატური“ დეტალი, რაც უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს
არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის, - ამის შესახებ აშშ-ის პრესსპიკერი, კაროლინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ბოლო კვირის გნამავლობაში შტატებმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომით.“
ბოლო კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზაზე უზარმაზარ პროგრესს მიაღწია უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომით.
არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის”, - წერს ლევიტი.