კონგრესმენი დონ ბეიკონი: სტივ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს, ის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ

26.11.25 11:29
კონგრესმენი დონ ბეიკონი: სტივ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს, ის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ

რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მდგომი და უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს გამარჯვების მხარდამჭერი საზოგადოებისთვის, სრულიად ნათელია, რომ სტივ უიტკოფის პოზიცია მკვეთრად ემთხვევა კრემლის ინტერესებს, - ასე ეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც აღწერილია ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელსა და პუტინის თანაშემწეებს შორის გამართული სატელეფონო საუბრები.

ბეიკონი მიიჩნევს, რომ უიტკოფი მოლაპარაკებების პროცესში საერთოდ არ უნდა ჩართულიყო.

„როგორ შეიძლება, რომ ასეთ საკითხში მას ენდო? რუსი ანაზღაურებადი აგენტის მეტი ამას ვერავინ გააკეთებდა. ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ,“ - წერს კონგრესმენი.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ასახავს, რომ სტივ უიტკოფი პუტინის მრჩეველ იური უშაკოვს რეკომენდაციებს აძლევდა, თუ როგორ წარმოეჩინა რუსეთს თავისი „მშვიდობის შეთავაზებები“ დონალდ ტრამპისთვის. გამოცემამ ასევე გამოაქვეყნა უშაკოვისა და პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის, საუბარი, სადაც ჩანს, რომ 28-პუნქტიანი „სამშიდობო გეგმა“ რეალურად პუტინის გუნდის მიერ იყო დაპროექტებული და უიტკოფს მასზე პასუხისმგებლობა თითქოს საკუთარი ინიციატივის სახით უნდა აეღო.