ცნობილია თარიღი, როცა აშშ-ის დელეგაცია პუტინს შეხვდება

26.11.25 15:08
ცნობილია თარიღი, როცა აშშ-ის დელეგაცია პუტინს შეხვდება

ცნობილია თარიღი, როცა აშშ-ის დიპლომატიური დელეგაცია, რუსეთის ფედერაციაში ჩავა.   დელეგაციას სტივ ვიტკოფი უხელმძღვანელებს, ის   ვლადიმერ პუტინს შეხვდება და დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გეგმის განიხილავს.

ინფორმაცია, რომ აშშ საიდუმლოდ მუშაობს უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე, პირველად 18 ნოემბერს გავრცელდა - ინფორმაცია მომდევნო დღეებში ოფიციალურად დადასტურდა.

28-პუნქტიან გეგმას მალევე მოჰყვა დიდი კრიტიკა, რადგან არაერთი მედიის ცნობით, გეგმაში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახულია რუსეთის მოთხოვნები. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება და უკრაინის უარი, გახდეს ნატოს წევრი.

21 ნოემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე - ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 21 ნოემბერს, უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს გეგმა, რომელიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს მომავალ „მშვიდობიან დარეგულირებას“.

დასავლეთის არაერთი მედიასაშუალების თანახმად, ეს გეგმა რეალურად რუსეთში დაიწერა. სამშვიდობო შეთანხმების საკუთარი ვარიანტი მოამზადეს ევროპის სახელმწიფოებმაც.

მსგავსი სიახლეები