ტრამპი-პუტინის „სამშვიდობო გეგმა“ არ არის სამშვიდობო, კაპიტულაციის გეგმაა - ევროპარლამენტარი
"დროა, ღიად ვისაუბროთ, რადგან ცუდად დარქმეული სახელი ტრამპი-პუტინის „სამშვიდობო გეგმა“ არ არის სამშვიდობო, ეს არის კაპიტულაციის გეგმა, რომელიც ჩვენი ღირებულებების ღალატია - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ირაცე გარსია პერესმა განაცხადა.
მისი თქმით, "დოკუმენტი, რომელიც უკრაინისა და ევროკავშირის ზურგს უკან მომზადდა, ფეხქვეშ თელავს უკრაინის სუვერენიტეტსა, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას"
ეს აღიარებს დაპყრობის უფლებას. მოდით ვიყოთ მკაფიო - კატეგორიულად მიუღებელია, აიძულო უკრაინა დათმოს დონბასი და ყირიმი. ეს არის საკუთარი ტერიტორიების ამპუტაციაა, მიუღებელია არმიის შემცირება 600 ათას ჯარისკაცამდე, ყველანაირი თავდაცვის გარეშე აგრესორის პირისპირ. მიუღებელია აუკრძალო ნატოში ინტეგრაცია, რაც უკრაინას მუდმივად მოწყვლადს გახდის. ქალბატონო ფონ დერ ლაიენ ტრამპის ისტორიაში არ უნდა გაგვასულელონ. 21-ე საუკუნეში ჩვენ ვისწავლეთ, რომ დიქტატორის დამშვიდებას გამანადგურებელი ფასი მოჰყვება"- თქვა ევროდეპუტატმა.
NBC News-მა დაწერა, რომ აშშ-ის არმიის მინისტრმა დენ დრისკოლმა, კიევში ბოლო ვიზიტის დროს, ფრონტის მდგომარეობის შესახებ პესიმისტური შეფასებები გააჟღერა და უკრაინას მოუწოდა, მიეღო ამერიკული „სამშვიდობო გეგმის“ საწყისი ვერსია. წყაროების ინფორმაციით, დრისკოლმა უკრაინელ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უარესდება - რუსეთი აძლიერებს საჰაერო დარტყმებს, ფლობს პრაქტიკულად შეუზღუდავ რესურსს და შეუძლია ომი გრძელვადიან რეჟიმში, ტემპის დაკარგვის გარეშე აწარმოოს. მისი თქმით, ლოდინი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უკრაინა კიდევ უფრო სუსტ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ერთი წყაროს განცხადებით, „მშვიდობის გეგმის“ პრეზენტაციის შემდეგ დრისკოლის გზავნილი პირდაპირი იყო: „საერთოდ, მესიჯი ასეთი იყო — თქვენ მარცხდებით და უნდა დათანხმდეთ შეთანხმებას“.