ვინ დაწერა ომის დასრულების გეგმა?

26.11.25 20:58
ვინ დაწერა ომის დასრულების გეგმა?

დონალდ ტრამპი არც უარყოფს და არც ადასტურებს ჩანაწერების ავთენტურობას, ტრამპის ადმინისტრაცია უპრეცედენტო სკანდალში გახვია. გამოცემა "ბლუმბერგის" გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში ჩანს, რომ ტრამპის 28 პუტნქიანი გეგმა სავარაუდოდ კრემლში დაიწერა. საუბარი უშაკოვსა და დმიტრიევს შორის შედგა. პუტინის წარმომადგენლები განიხილავენ სამშვიდობო გეგმის რუსული პროექტის ამერიკელებისთვის გადაცემის სქემას, რათა მათ ეს იდეები თავის ინიციატივად წარმოედგინათ.

როგორ და სად დაიწერა ტრამპის 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც ტრაპის სახელი დაარქვეს?! -  ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასაჯაროვდა კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი, ამჯერად ტრამპის თანაშემწე სტივ უიტკოფსა და პუტინის წარმომადგენელს უშაკოვს შორის. ამ საუბრებით ირკვევა, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა რეალურად  მოსკოვში დაიწერა. უიკოფი პუტინის თანაშემწეს ინსტრუქციას აძლევდა, როგორ უნდა ესაუბრა პუტინს ტრაპთან, რომ შეთანხმებისთვის მიეღწია.

ინა ცარციძე დეტალებით