"რუსეთს არც ხმის მიცემის და არც ვეტოს უფლება აქვს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი" - რუტე

26.11.25 23:29
"რუსეთს არც ხმის მიცემის და არც ვეტოს უფლება აქვს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი" - რუტე

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ El País-თან და გერმანულ RND-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მცდელობაზე.

მარკ რუტემ ჟურნალისტის შესაბამის კითხვას უპასუხა. 

რუსეთს არც ხმის მიცემის და არც ვეტოს უფლება აქვს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი. თუმცა, NATO-ს ფარგლებში წევრობისთვის ერთსულოვნებაა საჭირო. ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა NATO-სკენ შეუქცევად გზას ადგას...

ალიანსის დამფუძნებელი ვაშინგტონის ხელშეკრულება "ნებისმიერ ევრო-ატლანტიკურ ქვეყანას აძლევს გაწევრიანების უფლებას," - განაცხადა მარკ რუტემ.

ცნობისთვის, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ სამშვიდობო გეგმაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ვერ გახდებოდა.