თეთრს სახლთან ახლოს სროლის შედეგად 2 ამერიკელი გვარდიელი დაიჭრა
ვაშინგტონში, თეთრს სახლთან ახლოს სროლის შედეგად 2 ამერიკელი გვარდიელი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ბოლო ცნობებით, შეიარაღებული თავდასხმის დროს დაშავებული ორი სამხედრო კრიტიკულ მდგომარეობაშია, დაჭრილია თავდამსხმელიც.
CNN-ის ინფორმაციით, კაცი რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ამერიკელ გვარდიელებს, სავარაუდოდ, ავღანელი მიგრანტია და იდენტიფიცირებულია როგორც რაჰმანულა ლაკანვალი.
დანაშაულის ზუსტი მოტივი ამ დრისთვის უცნობია.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის დამატებით 500 სამხედრო განლაგდება. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ხელახლა უნდა შეამოწმოს ყველა ავღანელი, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ავღანეთიდან შემოვიდა.
დღეს შემიძლია გაცნობოთ, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი უცხოელია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან - ჯოჯოხეთიდან - შემოვიდა," - განაცხადა ტრამპმა ვიდეომიმართვაში.