თეთრ სახლთან დაჭრილი გვარდიის ორივე წევრი გარდაიცვალა

27.11.25 10:24
თეთრ სახლთან დაჭრილი გვარდიის ორივე წევრი გარდაიცვალა

ვაშინგტონის გუბერნატორის ცნობით, ვაშინგტონში დაჭრილი აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორივე წევრი საავადმყოფოში გარდაიცვალა - ინფორმაციას პატრიკ მორისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს.

დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის ორივე წევრი, რომლებიც დღეს დილით ვაშინგტონში დაჭრეს, მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ. ამ მამაცმა დასავლეთ ვირჯინიელებმა სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს სამსახურს. გამოძიების გაგრძელებისას ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსნებთან.

ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, მათ ახლობლებს და გვარდიის საზოგადოებას. დასავლეთ ვირჯინია არასდროს დაივიწყებს მათ სამსახურსა და მსხვერპლს და ჩვენ მოვითხოვთ სრულ პასუხისმგებლობას ამ საშინელი აქტისთვის," - წერს გუბერნატორი პატრიკ მორისი. 

თავდამსხმელი დედაქალაქში განლაგებულ ეროვნული გვარდიის წევრებს გამიზნულად დაესხა თავს.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეროვნული გვარდიის ორი წევრი კრიტიკულ მდგომარეობაში განსხვავებულ საავადმყოფოებში იმყოფებოდნენ.

მძიმედ იყო დაჭრილი თავდამსხმელიც.

მსგავსი სიახლეები