გვინეა-ბისაუში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს

27.11.25 10:38
გვინეა-ბისაუში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს

გვინეა-ბისაუში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ოთხშაბათს საღამოს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე სამხედრო ოფიცრების ჯგუფის წარმომადგენელმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტი უმარო სისოკო ემბალო თანამდებობიდან გადააყენეს, საარჩევნო პროცესი შეაჩერეს, საზღვრები ჩაკეტეს და კომენდანტის საათი დააწესეს.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა უმარო სისოკო ემბალომ France 24-თან განაცხადა, რომ "თანამდებობიდან გადააყენეს". 

სამხედრო ოფიცრებს არ დაუკონკრეტებიათ დააკავეს თუ არა გადაყენებული პრეზიდენტი.