ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა
ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა, - განახლებულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საავადმყოფოებში გადაყვანილი ათობით ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 297 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ამასთან, ძლიერი სიცხისა და დაკვალიანების გამო მეხანძრეები საცხოვრებელი კომპლექსის ზედა სართულებამდე მიღწევას ვერ ახერხებენ.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში 800-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სამშენებლო კომპანიის სამი აღმასრულებელი დირექტორი დააკავა.