ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან

27.11.25 22:42
ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან და უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებენ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში  ისაუბრა.

უკრაინული დელეგაცია იქნება კარგად მომზადებული,- თქვა მან.

“ჩვენი გუნდი ამერიკელ წარმომადგენლებთან ერთად უკვე ამ კვირას - კვირის ბოლოს - გააგრძელებს პუნქტების დაახლოებას, რომლებიც ჟენევის [შეხვედრების] შედეგად გვაქვს, ისეთი ფორმისკენ, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებისკენ გზაზე გაგვიყვანს. იქნება დელეგაციების შეხვედრა. უკრაინული დელეგაცია კარგად მომზადებული და საგნობრივი სამუშაოსთვის განწყობილი იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები