კიევში ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ოფისის ჩხრეკა მიდის

28.11.25 10:29
კიევში ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ოფისის ჩხრეკა მიდის

ჩხრეკა მიმდინარეობს დღეს დილიდან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ოფისში. ანტიკორუფციული ბიუროს სამიზნე ანდრეი ერმაკი გახდა. ფოტოები კიევის სამთავრობო კვარტლიდან უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. ანტიკორუფციული ბიურო ჯერ განმარტებებს არ აკეთებს.

ერმაკი გამოძიების ინტერესის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინაში კორუფციულმა სკანდალმა იფეთქა
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია და მასში ჩართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანახმად, ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციული გარიგებების მიზნით მოქმედ დანაშაულებრივ ორგანიზაციას ტიმურ მინდიჩი ხელმძღვანელობდა.

ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი თანამფლობელია სტუდია „კვარტალი 95“-ის, რომლის დამფუძნებლებს შორის თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც.