ვაშინგტონში დაჭრილი ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა
ვაშინგტონში, სროლის შედეგადდ დაჭრილი სამხედრო საავადმყოფოში გარდაიცვალა - ეროვნული გვარდიის წევრს, სარა ბეკს-ტრომსსს იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის გვარდიაში 2023 წლიდან მსახურობდა. ამ დრომდე მძიმედ ფასდება ეროვნული გვარდიის მეორე მძიმედ დაჭრილი წევრის, 24 წლის ენდრიუ ვულფის მდგომარეობა. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის რაჰმანულა ლაკანვალია, ავღანელი მიგრანტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობდა.
ამერიკის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ბრალდების მხარე თავდამსხმელის სიკვდილით დასჯას მოითხოვს.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია განიხილავს სროლაში ეჭვმიტანილის, ავღანეთის მოქალაქე რაჰმანულა ლაკანვალის ოჯახის დეპორტაციის საკითხს.
ცნობისთვის, თეთრ სახლთან ეროვნული გვარდიის ორი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ტრამპმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.