ხანძარი ჰონგ-კონგში - დაღუპულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა
ტრაგედია ჰონგ-კონგში - საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა.
BBC-ის ინფორმაციით, მძიმედ არის დაშავებული 76 ადამიანი, 300-მდე ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება
გაურკვეველია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხანძრის დროს კომპლექსში, სადაც, უახლესი აღწერის მონაცემებით, დაახლოებით 4 600 მცხოვრები ცხოვრობს.