შავ ზღვაში რუსეთის ორი ტანკერი აფეთქდა

28.11.25 23:37
შავ ზღვაში რუსეთის ორი ტანკერი აფეთქდა

შავ ზღვაში რუსეთის ორი ტანკერი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euroscope-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ტანკერები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაშია. Kairos-ი ბოსფორის სრუტიდან 90 კილომეტრის დაშორებით აფეთქდა. გემი ნოვოროსიისკის პორტისკენ მიდიოდა.

თურქული მედია წერს, რომ აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის ნაღმთან შეჯახება გახდა. 

რაც შეეხება მეორე ტანკერ Virat-ს, Reuters-ის ცნობით, შავ ზღვაში მომხდარი მეორე აფეთქების შედეგად დაზიანდა. 

Kairos-ი ევროკავშირისა და ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ტანკერია. 

25-კაციანი ეკიპაჟის ევაკუაციისთვის საბუქსირე ხომალდები გაგზავნეს.

მსგავსი სიახლეები