მედია: რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს - კიევში აფეთქებების ხმა ისმის

29.11.25 10:13
მედია: რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს - კიევში აფეთქებების ხმა ისმის

რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს - კიევში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინული მედიის ინფორმაციით,  უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ამასთან, ტკაჩენკოს ცნობით, ღამით რუსების იერიშების შედეგად კიევში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

მსგავსი სიახლეები