მედია: უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
რუსული Telegram-არხების ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს - კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიფსკის ქარხანაში გაჩენილი მასშტაბური ხანძარი ადგილობრივებმა გადაიღეს და გაავრცელეს.
- ცნობისთვის, აღნიშნულ ქარხანაძე იერიში უკრაინელებმა 26 სექტემბერს და აგვისტოში ორჯერ მიიტანეს.
ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარე აფიფსკის ქარხანა რუსული ძალებისთვის საწვავის მიწოდების კუთხით მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ როლს ასრულებს.