პუტინი უიტკოფთან შეხვედრას გეგმავს - პესკოვმა სავარაუდო თარიღები დაასახელა
შემდეგ კვირას რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან პირადად შეხვედრას. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე ეთერის დროს წამყვანმა პესკოვს ჰკითხა, შესაძლოა თუ არა, რომ უიტკოფი რუსეთში უკვე ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩამოვიდეს, თუ მიმდინარე კვირის ხუთშაბათსა და პარასკევს პუტინი ვიზიტით ინდოეთში მიემგზავრება. პესკოვმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, თუმცა ირიბად დაადასტურა ინფორმაცია.
„დედუქციის მეთოდით სწორად გამოიცანით,“ – განაცხადა კრემლის სპიკერმა.