სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავა
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში გაემგზავრება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უიტკოფი სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
კვირას უიტკოფი ფლორიდაში, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად, მაღალი დონის უკრაინულ დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რომ პროგრესი მიღწეულია, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.