მაიკლ მაკგრატი: პუტინს უკრაინაში ომის დანაშაულები არ უნდა ვაპატიოთ, ეს უზარმაზარი მასშტაბის ისტორიული შეცდომა იქნება
პუტინს უკრაინაში ომის დანაშაულები არ უნდა ვაპატიოთ, ეს უზარმაზარი მასშტაბის ისტორიული შეცდომა იქნება – ამის შესახებ სამართლიანობისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარმა, მაიკლ მაკგრატმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკების მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვამ არ გამოიწვიოს რუსეთის დაუსჯელობა.
„არ ვფიქრობ, რომ ისტორია კეთილგანწყობილად შეაფასებს უკრაინაში რუსეთის დანაშაულების კვალის წაშლის ნებისმიერ მცდელობას. მათ პასუხი უნდა აგონ ამ დანაშაულებისთვის და ეს იქნება ევროკავშირის მიდგომა ყველა დისკუსიაში. ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობას თუ დავუშვებთ, აგრესიის შემდეგი რაუნდისა და შემდეგი შეჭრის თესლს დავთესავთ. მჯერა, რომ ეს უზარმაზარი მასშტაბის ისტორიული შეცდომა იქნება“, – განაცხადა მაკგრატმა.