საწამლავი ხალხის წინაღმდეგ? - რა ბედი ელის "ქართულ ოცნებას"

01.12.25 15:17
საწამლავი ხალხის წინაღმდეგ? - რა ბედი ელის "ქართულ ოცნებას"

იურისტებისა და ადამიანის უფლებათა ექსპერტების შეფასებით, BBC-ის გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები მიუთითებს შესაძლო მძიმე სამართლებრივ და საერთაშორისო შედეგებზე - დაწყებული ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევით, დასრულებული წამების ნიშნებითა და დისპროპორციული ძალის გამოყენებით მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.

გიორგი მშვენიერაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების დადასტურება შესაძლოა გახდეს საფუძველი საერთაშორისო გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ ზომების მიღების. მისი თქმით, საკითხი შეიძლება დადგეს იმ ფორმატშიც, რომელსაც საქართველო ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით უკავშირდება.

ფაქტობრივად, დადასტირებულია ამ ნივთიერების გამოყენება და ამ გამოძიებას მოჰყვება სხვა, დამატებითი შედეგები, რომელიც შესაძლებელია, იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება და ასევე, მას შეიძლება, მოჰყვეს სხვა პოლიტიკური შედეგებიც, მათ შორის დაფუძნებული გამოძიებაზე გარკვეული ზომების მიღება იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, ვინც ასეთი რამ დაუშვა საქართველოში. შესაძლებელია, საქართველო არის რა ხელშემკვრელი ქვეყანა ქიმიური იარაღის გამოყენების საერთაშორისო ხელშკრულების, სწორედ ამ ფორმატშიც იყოს ეს საკითხი დაყენებული, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 

ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, ხელისუფლებამ უპრეცედენტო დისპროპორციული ძალა გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ბარამიძის აზრით, ეს შეიძლება არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, არამედ სხვა საერთაშორისო ნორმების დარღვევად ჩაითვალოს.  

"ქართულმა ოცნებამ" მოხსნა, ფაქტობრივად, რეკორდი მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ დისპროპორციული ზომების გამოყენების კუთხით. ეს ჯერჯერობით გააურკვეველია, არღევს თუ არა ქიმიური იარაღის კონვენციას, მაგრამ ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო კონვენციებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რაც დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით. აქედან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას" მოუწევს ღიად გასცეს პასუხი, მართლა ჰქონდა თუ არა ამას ადგილი და როგორც ჩანს, ჰქონდა, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის თავმჯდომარე ლელა ცისკარიშვილი საკითხს წამების და არაჰუმანური მოპყრობის კვალიფიკაციით განიხილავს. მისი თქმით, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც დემონსტრანტები აღწერენ, პროცესმა შესაძლოა წამების ნიშნების კრიტერიუმიც დააკმაყოფილოს, რასაც დამატებით ამყარებს გაეროს სპეციალური მომხსენებლის შეფასებაც.

გაეროს სპეცმომხსენებელი  წამების საკითხებში, ქლაბატონი ედვარცი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ ადამიანებზე ქსპერიმენტების ჩატარება, რაც გააკეთა "ოცნებამ" ჩვენზე ამ ნივთიერების გამოყენებით, არაფრით არ შეიძლება და ეს უტოლდება წამებას და არასატანადო მოპყრობას, იმიტომ, რომ საშნელი ტანჯვა გამოაირეს ადამიანებმა, როდესაც დაექვემდებარნენ ამის ზეგავლენას. შესაბამისად, უნდა მოხდეს ამის კვალიფიცირება და ამის გამოძიება წამების და არაჰუმანური მოპყრობის ფარგლებში, - ამბობს ლელა ცისკარიშვილი. 

ევროპულ სასამართლოში მოუწევს თავის მართლება ქართულ ოცნებას - ასეთ შეფასებას კი ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში აკეთებს.

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.

BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.