იტალიის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-12 პაკეტი დაამტკიცა
იტალიის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-12 პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროსეტოს მიერ ხელმოწერილი და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ დამტკიცებული ბრძანებულების საფუძველზე, უკრაინის მთავრობა სამხედრო აღჭურვილობის, მასალებისა და მარაგების კიდევ ერთ პარტიას მიიღებს.
უსაფრთხოების მიზნით, იტალიის გენერალური შტაბის მიერ შედგენილი და გადაცემული ნივთების სრული სია გასაიდუმლოებულია.
ბრძანების თანახმად, უკრაინას აღჭურვილობა და მასალები უფასოდ მიეწოდება, ისინი იტალიის ინვენტარიდან ჩამოიწერება.