ზელენსკი მოლაპარაკებებში სამი მთავარ სადავო საკითხს ასახელებს
სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებებში სამი მთავარი სადავო საკითხია, რომლებიც ყველაზე მეტ დისკუსიას წარმოშობს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თანახმად, ეს თემებია ტერიტორიის, აღდგენის დაფინანსებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები.
ზელენსკის თქმით, ეს სამი საკითხი "მთავარია" და მათთან სიფრთხილეა საჭირო.
"გულწრფელად ვიტყვი, ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია. აღდგენისთვის თანხის გამოყოფის საკითხი - ჩემი აზრით, ევროპელი პარტნიორების ჩართულობის გარეშე, ეს არ არის მარტივი და რთულია, რადგან თანხა ევროპაშია. არ მგონია, ეს ძალიან სამართლიანი იყოს. ასევე უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტულად აშშ-ს მხრიდან, კონკრეტულად ევროპის მხრიდან". - თქვა ზელენსკიმ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
გარდა ამისა, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის მოლაპარაკებების გუნდს და აღნიშნა, რომ "გეგმა უკეთესად გამოიყურება".