პესკოვის თქმით, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კვლავ ღიაა
კრემლის პრესსპიკერი ამტკიცებს, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კვლავ ღიაა. ამასთან, პესკოვი ამბობს, რომ რუსეთმა უნდა მიაღწიოს ყველა მიზანს, რომელსაც "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" ისახავს მიზნად.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ. ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაციით დასახულ მიზნებს უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთს „ევროპელებთან კომუნიკაცია არ აქვს, რადგან მათ რუსეთის პოზიციის მოსმენა არ სურთ“.
„ევროპული ქვეყნები მხოლოდ ომის შესახებ საუბრობენ. ისინი უკანასკნელ უკრაინელამდე ომის გაგრძელების შესახებ საუბრობენ. ცდილობენ იპოვონ გზები, რათა ომის გასაგრძელებლად უკრაინა დააფინანსონ“, - აღნიშნა პესკოვმა.