მედიაში ფედერიკა მოგერინის დაკავების შესახებ ვრცელდება ცნობები

02.12.25 16:58
მედიაში ფედერიკა მოგერინის დაკავების შესახებ ვრცელდება ცნობები

ევროპის კოლეჯის რექტორი, ფედერიკა მოგერინი დაკავებულია, - ინფორმაცია არაერთი გამოცემამ გაავრცელა.

 „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აიყვანეს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ მოგერინის გარდა კიდევ ორი პირი დააკავა.

ევროპული დიპლომატიის ყოფილი ხელმძღვანელის ფედერიკა მოგერინის დაკავების შესახებ   იუწყება ბელგიური გამოცემა Le Soir-იც. 

გამოცემა პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ სამშაბათს ჩხრეკა ჩატარდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში (EEAS) ბრიუსელში და ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯის რამდენიმე შენობაში.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ჯამში სამი პირია დაკავებული.  ჩხრეკასა და დაკავებაზე წერს გავლენიანი financial times.

მოფერინი 2014 წლიდან 2019 წლამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.