ფედერიკა მოგერინი გაათავისუფლეს

03.12.25 13:34
ფედერიკა მოგერინი გაათავისუფლეს

ფედერიკა მოგერინი ბრალის წაყენების შემდეგ გაათავისუფლეს
 - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

  • Politico განმარტავს, რომ ბრალდებები არ არის დადასტურებული და მოგერინი, სანინო და დაკავებული სხვა პირი უდანაშაულოდ ითვლებიან მანამ, სანამ სასამართლო მათ დამნაშავედ არ ცნობს.

მოგერინი, სანინო და ევროპის კოლეჯის ერთი თანამშრომელი კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

პოლიცია იკვლევს, იყო თუ არა ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის მიერ დიპლომატიური აკადემიის მასპინძლობისთვის 2021-2022 წლებში გამოცხადებული საჯარო ტენდერი ევროპის კოლეჯის სასარგებლოდ გაყალბებული.

„ბრალდებები ეხება შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობას და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტს და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას. ისინი გაათავისუფლეს, რადგან მათი მხრიდან ქვეყნის დატოვების რისკი არ არსებობს“, - აღნიშნულია პროკურორის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები