Pornhub-ის ყოფილ მფლობელს Lukoil-ის აქტივების შესყიდვა სურს
Pornhub-ის ყოფილი მფლობელი, ავსტრალიელი ბიზნესმენი ბერნდ ბერგმაირი Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესყიდვით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ბიზნესმენმა აშშ-ის ხაზინას სანქცირებული რუსული ნავთობის მსხვილი კომპანიის შესყიდვის შესახებ უკვე მიმართა.
- Lukoil-ზე, რუსეთის უმსხვილეს კერძო ნავთობმწარმოებელზე სანქციები აშშ-მ დააწესა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით ზეწოლის ფარგლებში.
სანქციებმა Lukoil აიძულა, გამოეცხადებინა უცხოური აქტივების გაყიდვის შესახებ, რის გამოც რამდენიმე მყიდველმა მიმართა აშშ-ის ხელისუფლებას Lukoil-თან საუბრის ნებართვის მისაღებად, მათ შორის ნავთობის მსხვილმა კომპანიებმა - Exxon Mobil-მა და Chevron-მა.
ცნობისთვის, ვენაში დაფუძნებული "ლუკოილ ინტერნეშენალ GMBH" ფლობს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ევროპაში, აქციებს ნავთობის საბადოებში ყაზახეთში, უზბეკეთში, ერაყსა და მექსიკაში, ასევე ასობით საცალო საწვავის სადგურს მთელ მსოფლიოში. 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით, აქტივების ღირებულება დაახლოებით 22 მილიარდ დოლარს შეადგენს.