გაერომ რუსეთს უკრაინელი ბავშვების დაბრუნება მოსთხოვა

04.12.25 12:11
გაერომ რუსეთს უკრაინელი ბავშვების დაბრუნება მოსთხოვა

უკრაინელი ბავშვების დაბრუნების შესახებ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო.

  • გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია 91 ხმით მიიღო. მხარდამჭერებს შორისაა საქართველო.
  • უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაა ბრალდება, რომლის გამოც ჰააგის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია მოითხოვს, რომ რუსეთმა უზრუნველყოს იძულებით წაყვანილი ან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ, უსაფრთხოდ და უპირობოდ დაბრუნება.

გარდა ამისა, რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინელი ბავშვების იძულებით წაყვანის, დეპორტაციის, ოჯახებთან და კანონიერ მეურვეებთან განშორების, სტატუსის, მათ შორის მოქალაქეობის შეცვლის და გაშვილების შემდგომი პრაქტიკა და ბავშვების იდეოლოგიური დამუშავება.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით წაიყვანა სულ მცირე 20 ათასი ბავშვი, რომელთაგან მხოლოდ 1850-ის დაბრუნება მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები