სკრიპალის მოწამვლა სახელმწიფო ოპერაცია იყო - ბრიტანეთის ახალი დასკვნა
დიდი ბრიტანეთის გამოძიების თანახმად, 2018 წლის ნოვიჩოკით მოწამვლის შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება რუს აგენტებსა და რუსეთის სპეციალურ სამსახურებს. საქმე ეხება ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის, მოწამვლას.
გამოძიების ვერსიით, სპეცოპერაცია რუსეთის სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე იყო დაგეგმილი. არსებობს ეჭვი, რომ გადაწყვეტილებას პირადად ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.
ოფიციალური ლონდონი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ნოვიჩოკის გამოყენება მძიმე უპასუხისმგებლობა იყო, რადგან ამ გზით რუსმა აგენტებმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს.
ინციდენტი შეფასებულია როგორც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.