კუბილიუსი - დროა, ევროპელებმა უკრაინისთვის საკუთარი სამშვიდობო გეგმა შეიმუშაონ

05.12.25 10:31
კუბილიუსი - დროა, ევროპელებმა უკრაინისთვის საკუთარი სამშვიდობო გეგმა შეიმუშაონ

დროა მოქმედებაზე ევროპა გადავიდეს - ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. ევროკომისის თავდაცვის კომისარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ტრამპისგან დამოუკიდებლად უნდა ჩამოაყალიბოს გეგმა, რომელიც უკრაინას ომის დასრულებაში დაეხმარება.

კუბილიუსის მოსაზრებით, მთავარი შეცდომა, რომელსაც ახლა უკრაინის მოკავშირეები უშვებენ, არის გამუდმებული ლოდინი - როდის რას იტყვის შტატები და როდის შეიქმნება ექვსი თვის თავზე ახალი გეგმა.

ყოველ ექვს თვეში ჩვენ ვიღებთ ახალ გეგმებს და, გარკვეულწილად, მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ აქ ველოდებით, გავიგოთ, რა გეგმები მოვა ვაშინგტონიდან ამ წელს. გეგმები ასევე უნდა მოდიოდეს ბრიუსელიდან ან ბერლინიდან.

ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ორი გეგმა – ერთი ევროპული და მეორე, შესაძლოა, ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ მომზადებული“, – თქვა კუბილიუსმა.

მსგავსი სიახლეები