Reuters-ი: ევროკავშირი და "დიდი შვიდეული" რუსული ნავთობის გადაზიდვების აკრძალვას განიხილავენ
"დიდი შვიდეულის" ქვეყნები და ევროკავშირი ფასების შეზღუდვის ნაცვლად, რუსული ნავთობის გადაზიდვების აკრძალვას განიხილავენ, რათა შემცირდეს ნავთობის შემოსავალი, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის ომის დაფინანსებას უკრაინაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთი თავისი ნავთობის მესამედზე მეტის ექსპორტირებას დასავლური ტანკერებით ახდენს - ძირითადად ინდოეთსა და ჩინეთში - დასავლური საზღვაო გადაზიდვების გამოყენებით. გამოცემა წერს, რომ აკრძალვა ამ ვაჭრობას დაასრულებს, რომელიც ძირითადად ევროკავშირის საზღვაო ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის, კვიპროსის და მალტის ფლოტების მეშვეობით ხორციელდება.
ექსპორტირებული რუსული ნავთობის დანარჩენი ორი მესამედი გადის ასობით ტანკერისგან შემდგარ ფლოტში, რომელიც დასავლეთის კონტროლისა და საზღვაო სტანდარტების მიღმა ოპერირებს, რომელიც ცნობილია როგორც "ჩრდილოვანი ფლოტი". Reuters-ი წერს, რომ რუსეთს ამ ფლოტის გაფართოება დასჭირდება, თუ "დიდი შვიდეული" და ევროკავშირი საზღვაო მომსახურების აკრძალვას დააწესებენ.
წყაროების ცნობით, აკრძალვა შეიძლება იყოს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგი პაკეტის ნაწილი, რომელიც 2026 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.
ამასთან, ორი წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას სურს ამ აკრძალვის დამტკიცება და შემდეგ სასანქციო პაკეტში შეტანა თუ “დიდი შვიდეულის” უფრო ფართო შეთანხმება იქნება.