რუსეთი უკრაინას რაკეტებით და დრონებით უტევს
რუსეთი უკრაინას რაკეტებით და დრონებით უტევს - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.