ტრამპი ფიფას "მშვიდობის პრემიის" პირველი ლაურეატი გახდა
დონალდ ტრამპმა ფიფას მშვიდობის პრემია მიიღო - ამერიკის პრეზიდენტი გახდა პირველი ადამიანი, ვისაც საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ ეს ჯილდო გადასცა.
ტრამპს გადაეცა მედალი და სერტიფიკატი, ასევე თასი. ის დიზაინით ჩამოჰგავს ფიფას მსოფლიო თასს, რომელიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონებს გადაეცემათ.
ფიფაში ამბობენ რომ პრემიებს იმ ადამიანებს გადასცემენ, ვინც მშვიდობისთვისთვის დიდ საქმეეებს აკეთებენ. ტრამპმა ჯილდო მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის ცერემონიაზე მიიღო, სწორედ იქ გაირკვა რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამხსნელი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის გაიმართება.
- ტრამპის კრიტიკოსები, რომლებსაც Reuters-ი იმოწმებს, ამტკიცებენ, რომ ფიფამ ჯილდო შექმნა სპეციალურად ამერიკის პრეზიდენტისადმი მლიქვნელობისთვის, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ მისი მშვიდობისმყოფელი ძალისხმევის აღიარება ნობელის პრემიით შეიძლებოდა.