რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს

06.12.25 10:52
რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს

6 დეკემბრის ღამეს, რიაზანის ქალაქ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე კიდევ ერთი დრონის თავდასხმა განხორციელდა, რამაც აფეთქებები და ხანძრები გამოიწვია მთელ ქალაქში - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

თავდასხმის ერთ-ერთი მომენტი გამვლელებმა ვიდეოზე გადაიღეს. Astra-ს ანალიზის თანახმად, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა. ხანძარი გადაღების ადგილიდან 500-დან 800 მეტრამდე იყო.

მსგავსი სიახლეები